რა დღის წესრიგით ცხოვრობს დღეს საქართველოს საზოგადოება და პოლიტიკური კლასი? პოლიტიკური ოპოზიციის ერთ ნაწილს წინააღმდეგობრივი თავისებურება ახასიათებს: სურთ, ფონს გავიდნენ სააკაშვილის ელექტორატით, ოღონდ სააკაშვილის გარეშე – მიაჩნია გადაცემის სტუმარს, ზაზა ბიბილაშვილს. რაქც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის ინარჩუნებს მართვის სადავეებს მომადლიერებულ მხარდამჭერებზე დაყრდნობით, აგრეთვე შსს და სუსის დახმარებით, რომელთა ხელმძღვანელები პასუხისმგებლობას უწინარესად ბიძინა ივანიშვილის წინაშე გრძნობენ. არჩევნების გაყალებებისა და საარჩევნო ძალადობის პრობლემები კი ამ ეტაპზე ჩრდილშია მოქცეული, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს და მანამდელი პოლიტიკით გამოწვეული მძიმე სტრესისგან საზოგადოების ნაწილმა ცოტა სული მოითქვა.
ზაზა ბიბილაშვილი სტუმრად საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, გადაცემაში "ღია სტუდია", 23 ნოემბერი 2021
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმი და მისი აღვირახსნილი პროპაგანდა - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "დღის ამბები", 29 მაისი 2026
მიმდინარე მოვლენები საქართველოსა და მის გარშემო - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "მრგვალი მაგიდა", 23 მაისი 2026
"ქართული ოცნება" ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა", 18 მაისი 2026