„პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, გაცილებით უფრო შემჭიდროვებულ ვადებშიც შეიძლებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა საქართველოსთვის. პრობლემა ზუსტად ესაა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები იმ ფუნდამეტურ საკითხებთან დაკავშირებით, არის თუ არა ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ნება, რაც საჭიროა ამ ნაბიჯების გადასადგმელად. ყველაზე მარტივი მაგალითია დეოლიგარქიზაცია. ხელისუფლებამ თქვა, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც, სავარაუდოდ, მოერგება ოთხ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ არა იმ ერთ ადამიანს, რომელიც სახელითა და გვარით იდენტიფიცირებული იქნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, როგორც საქართველოს პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ დავდგებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხელისუფლება იტყვის, რომ მათ ყველაფერი შეასრულეს და ახლა ბურთი ევროპელების მოედანზეა,“- ზაზა ბიბილაშვილი "ამერიკის ხმის" ეთერში, 3 ივლისი 2022
ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა, ნინო კალანდაძემ ინტერვიუ მისცა 360TV-ის გადაცემას 360 Ziņas საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების თაობაზე. მისი თქმით, ს
ისტორიის გადაწერის მცდელობა "ოცნების" მხრიდან - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "ღამის პირდაპირი", 29 აგვისტო 2026
"ქართული ოცნება" და დაუსრულებელი რუსული საფრთხე - ზაზა ბიბილაშვილი "კავკასიის" ეთერში, 22 აგვისტო 2026